• სამ. აპრ 13th, 2021

დრამატული და სანახაობრივი მატჩი ფავორიტების შესრულებით

2 აგვისტოს გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 8 ტურის ცენტრალური შეხვედრა “მიხეილ მესხის”სახელობის სტადიონზე სადაც ერთმანეთს “საბურთალო” და “გორის დილა” დაუპირისპირდა.

შეხვედრის პირველი ნახევრის საწყის წუთებში მოედანზე საინტერესო არაფერი მომხვდარა.იყო ორმხრივი შეტევები მაგრამ საქმე სახიფათო დარტყმამდე არ მისულა.

შეხვედრის 28_ე წუთზე სანდრო ალთუნაშვილმა შესანიშნავი გადაცემა შეასრულა საჯარიმოში რასაც ელვინ ტერას ბრწყინვალე გოლი მოჰყვა “საბურთალო” რიგებიდან.

ანგარიში კი (1:0) გახლდათ მასპინძლების სასარგებლოთ.

პირველ ნახევრის მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში მოედნიდან მიკოლა კოვტალიუკი გააძევეს.

პირველი ნახევარი დასრულდა “საბურთალო”-“გორის დილა” ანგარიშით (1:0).

მეორე ტაიმი “გორის დილას” უპირატესობით დაიწყო იყო ზუსტი დარტყმაც მაგრამ საქმე გოლამდე არ მისულა.

შეხვედრის მე-80 წუთზე “გორის დილამ” დამსახურებული გოლი გაიტანა კაცნაკლულობის მიუხედავათ გორელები დაცვაში არ ჩაჯდენ და შეტევებს ანხორციელებდნენ.

რამაც შედეგი გამოიღო ნუგზარ სპანდერაშვილის გოლის წყალობით ანგარიში (1:1) გახდა.

საბოლოოდ მატჩი “საბურთალო” “გორის დილა” (1:1) დასრულდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.