• კვი. მაი 16th, 2021

12-წლიანი პაუზის შემდეგ: ლა ლიგაში ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა

12 წლიანი პაუზის შემდეგ, ესპანეთის ელიტარულ საფეხბურთო დივიზიონში ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა.

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” აღზრდილმა გიორგი ქოჩორაშვილმა, რომელიც “ლევანტეს” სარეზერვო გუნდში ირიცხებოდა, მთავარ შემადგენლობასთან ერთად რამდენიმე კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა, დღეს კი უკვე ის ლა ლიგაში მოედანზეც ვიხილეთ.

20 წლის ნახევარმცველი “ატლეტიკთან” გამართულ მატჩში თამაშში 90-ე წუთზე ჩაერთო, მაშინ, როდესაც “ლევანტე” 1:2-ს აგებდა. გიორგიმ მოედანზე 4 წუთი გაატარა.

სტატია მომზადებულია Live.ge მიერ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.