• სამ. აპრ 13th, 2021

ვაკო გვილია პოლონეთის ჩემპიონია!

ვაკო გვილია პოლონეთის ჩემპიონია. ქართველმა ნახევარმცველმა ვარშავის “ლეგიასთან” ერთად პირველი ტიტული მოიგო.

ექსტრაკლასას 35-ე ტურის შეხვედრაში, დედაქალაქურმა კლუბმა “კრაკოვიას” უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, 2 ტურით ადრე დაიბრუნა.

სასიხარულოა, რომ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა 26 წლის ქართველმა ფეხბურთელმაც, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, სრულად ითამაშა და 75-ე წუთზე გამარჯვების გოლიც გაიტანა.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გატანილი მე-11 გოლი იყო, ამის გარდა გვილიას ანგარიშზე კიდევ 9 საგოლე გადაცემაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.