აპრილი 18, 2024

დღეს 9 ივლისს გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩი.
თბილისის ლოკომოტივის და ბათუმის დინამოს შორის.

შეხვედრა ძალიან ლამაზი სანახაობრივი და უხვგოლიანი აღმოჩნდა.
როგორც მოსალოდნელი იყო მოლოდინმა გაამართლა.

შეხვედრის სტარტი სტუმრების უპირატესობით დაიწყო და მატჩის მე-15 წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა შეძლო გოლის გატანა და ბათუმელები (0:1) დააწინაურა.

მატჩის 25-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა ბათუმელთა სასარგებლოდ.

შეხვედრის 34-ე წუთზე მალხაზ გაგოშიძემ მორიგი გოლი გაიტანა ბათუმელთა მხრიდან და პირველი ნახევრის ანგარიშიც დააპიქსირა (0:3) ბათუმის დინამოს სასარგებლოთ.

მეორე ტაიმი მასპინძლების ცვლილებებით დაიწყო რამაც შედეგი გამოიღო.
შეხვედრის 59-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა მამია გავაშელიშვილმა შეძლო სხვაობის შემცირება ანგარიში კი (1:3) გახდა.

მატჩის მიწურულს 89-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა შეძლო გოლის გატანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააპიქსირა (1:4) ბათუმის დინამოს სასარგებლოთ.

1 thought on “უხვგოლიანი და სანახაობრივი მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *