იცით რა მოხდა?
სული ამომხდა ,
რკინის ხელკეტი,
თავში რომ მომხვდა .

მარტოდ ვიყავი ,
ბევრი შემომხვდა ,
არვინ დამინდო
რაგბის ბურთივით
ხელში ჩამიგდო

უგულოდ მცემეს,
გულო რა გიყო !
გულ წასული კი,
არაგვმა წამიღო

ყველანი წავიდნენ ,
მაშველი არ იყო,
სიცოცხლე ჩემი,
ქარმა წაიღო.

ვაი დედიკო !
მითხარ რა გიყო,
ვეღარ დაგიბრუნდი,
დათვებმა რა მიყო.

ვეღარ ვივაჟკაცე ,
საძმომ მიმატოვა ,
ძმობა არ იყო ,
ყველამ სამალავად ,
ბუჩქები გაიყო .

ამდენს შევერკინე ,
ცარიელ ხელებით,
ტანზე მეხვეოდნენ ,
მამტვრევდნენ გველები.

რომ ვერ გამეცურა ,
მომტეხეს ხელები,
დღეს სიტყვას არ ძრავენ,
გვერდით ჰყავთ მცველები.

მე ,კი ზეცაში ვხვდები,,
ღმერთო მომხედეო
ამას გევედრები!
აქ ,როცა დაგხვდებით,
ნუ შემევედრებით.

აღარ გეყოლებათ,
უფალთან კრიშები ,
და ცოდვის ქვაბში,
მარადის იწვებით.

ლია ჩიქოვანი
7.07.2020

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ