• კვი. მაი 16th, 2021

ლივერპულიდან პენსიაზე

იურგენ კლოპმა ლივერპულს ნანატრი ჯილდო მოაგებინა და ალბათ ეჭვი არავის ეპარება, რომ პრემიერლიგაში მიმდინარე სეზონის საუკეთესო მწვრთნელადაც დასახელდება.

გერმანელი ტოპ მწვრთნელი ჯერ მხოლოდ 53 წლის არის და თითქოს პენსიაზე გასვლას არ უნდა ჩქარობდეს, მაგრამ თავად კლოპი სხვანაირად ფიქრობს.

„მწვრთნელობა 33 წლის ასაკში დავიწყე და მაშინ საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ამ სფეროში 25 წელზე მეტს არ გავჩერდებოდი. „მაინცსა“ და „დორტმუნდში“ საკმაოდ შინაარსიანი პერიოდი გავატარე, ხოლო როდესაც „ლივერპულთან“ კონტრაქტი ამომეწურება ზურგზუსკან უკვე მწვრთნელობის თითქმის 24 წელი მექნება მოტოვებული. ამის შემდეგ მწვრთნელობა ჩემს გეგმებში აღარ შედის და არც სიტყვის გატეხვას ვაპირებ. სიბერეში ამ პროფესიაში ყოფნა ნამდვილად არ მხიბლავს“ – ამბობს იურგენ კლოპი.

გერმანელ სპეციალისტს „ლივერპულთან“ მოქმედი კონტრაქტი 2024 წელს ეწურება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.