ანტუან გრიზმანს “ბარსელონაში” რთული დრო უდგას და კიდევ უფრო რთული ზაფხული ელის.

ესპანურ პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, “ბლაუგრანას” ფრანგი ვარსკვლავის გაყიდვა აქვთ გადაწყვეტილი.

უკანასკნელი ცნობებით, კატალონიურმა გრანდმა გრიზმანის თავი “იუვენტუსს” შესთავაზა. ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

ასევე ცნობილია, რომ გრიზმანის გადაბირების სურვილს “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი” და “პარი სენ-ჟერმენი” გამოთქვამენ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ