აპრილი 17, 2024

ის წავიდა. დიახ, მხოლოდ ახლა, არადა ფეხბურთის არაერთი ქომაგი შესაძლოა ფიქრობდა, რომ მილან ბაროშმა ბუცები ლურსმანზე დიდი ხნის წინ დაკიდა.

ალბათ შეხსენება საჭირო არ უნდა იყოს, რომ ბაროში, 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის იმ დაუვიწყარი სტამბულის ფინალის მონაწილეა. უფრო მეტიც – მან „ლივერპულის“ სასწაულში მნიშვნელოვანი როლიც ითამაშა. ბაროშმა „მილანს“ მეორე გოლი გაუტანა და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. შემდეგ რაც მოხდა, განვრცობას ვგონებთ არ საჭიროებს.

მოკლედ, ვეტერანმა ჩეხმა ფეხბურთელმა კარიერის ოფიციალურად დასრულება გადაწყვიტა. „წასვლას არ ვიჩქარებდი, რადგან მსურდა პროფესიონალურ დონეზე ფეხბურთი ისევ მეთამაშა, თუმცა ორგანიზმი ამის საშუალებას აღარ მაძლევს. საკმაო ხანია ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და ჩემი სხეული ისე ვეღარ მუშაობს, როგორც ადრე“ – ამბობს 38 წლის აწ უკვე ყოფილი ჩეხი ფეხბურთელი.

მილან ბაროშის ბოლო კლუბი ჩეხური „ბანიკი“ იყო, ისე კი კარიერის პიკზე, ყველაზე დიდ წარმატებას „ლივერპულთან“ ერთად მიაღწია, როდესაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებში ბაროშმა 93 მატჩში 41 გოლი გაიტანა. 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბაროშმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *