ახლახანს იყო რომ გამცნეთ, „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელს, კიკე სეტიენს გუნდის პრეზიდენტიდან დაწყებული, სხვა მმართველებით დამთავრებული სახლში ესტუმრნენ, ნდობა გამოუცხადეს და აღუთქვეს, რომ თანამდებობიდან არ გაათავისუფლებდნენ.

როგორც ჩანს, სეტიენისთვის, რომელიც კატალონიური გრანდის თავკაცად შუა სეზონში, ერნესტო ვალვერდეს გაგდების შემდეგ დაინიშნა, შემდგრი წყალი არ დამშრალა და მას სეზონის დასრულებამდე მიუთითებენ კარისკენ.

სეტიენს ადგილს კი ხავი დაიკავებს, რომელთანაც „ბარსელონას“ ბოსები მოლაპარაკებებს ჯერ კიდევ იანვარში აწარმოებდნენ, თუმცა მაშინ შეთანხმება ვერ მოხერხდა. როგორც ესპანეური მედია ირწმუნება, „ბარსელონას“ ლეგენდასთან ყველა დეტალი შეთანხმებულია და ის მშობლიურ გუნდს, სადაც მთელი კარიერა გაატარა და 2015 წელს ყატარში გადაბარგდა, მომდევნო სეზონიდან ჩაიბარებს.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ