კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 ტური ბათუმში, სინამოსა და საბურთალოს მატჩით დაიწყო. ორივე გუნდი მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და საინტერერსო თამაშის მოლოდინში ვიყავით.

ასეც მოხდა – ბრძოლა შედგა, მაგრამ ნაკლებად სანახაობრივი. საბურთალომ უკეთესად დაიწყო და ზღვისპირელებზე უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, მაგრამ მე-20 წუთისთვის მოედანზე მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. დინამო ბურთს აკონტროლებდა, მაგრამ მხოლოდ საჯარიმომდე მიჰქონდათ, შემდეგ კი გამწვავებას ვერ ახერხებდნენ. თავის მხრივ, კონტრშეტევები არც საბურთალოს გამოდიოდა.

პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი ხიფათი შეიქმნა – მანჯგალაძემ და დვალიშვილმა ბურთი კარგად გაითამაშეს, მაგრამ კიდევ ერთი ზედმეტი პასი მოინდომეს და მომენტიც განიავდა.

მეორე ტამი უკეთ ბათუმმა დაიწყო, მაგრამ ერთ მონაკვეთში აირივნენ და ლევან ნონიკაშვილმა საჯარიმოს გარედან ისე დაარტყა, რომ ბურთი სანამ კარში შევარდებოდა, ორივე ძელს შეეხო.

დინამომ მალევე გაათანაბრა – მანჯგლალაძის ჯარიმის შემდეგ ბურთს ჯაბა ჯიღაურმა შეუცვალა მიმართულება და კარში აღმოჩნდა.

მალევე საბურთალო ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა – მსაჯმა მოედნიდან ლევან მაჭარაშვილი გააძევა, ხოლო დედაქალაქელთა კარში პენალტიც დანიშნა. თუმცა, 11 მეტრიდან დარტმული ბურთი ლაზარე კუპატაძემ ჯოვინო ფლამარიონს აუღო.

10 კაცით დარჩენილი საბურთალო თავს იცავდა, რაც კარგად გამოუვიდა და ზღვისპირეთიდან მნიშვნელოვანი ქულა წაიღო…

ეს ბათუმელთა მე-4 ფრე იყო ოთხ ტურში, ხოლო საბურთალოს ქულით მეტი აქვს…

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ