არახალი ამბავია, რომ უკრაინული საფეხბურთო გუნდ „ლვოვის“ მთავარ მწვრთნელად ჩვენებური გია ცეცაძე დაინიშნა.

ქართველმა სპეციალისტმა, „ლვოვის“ თავკაცის რანგში ერთი მატჩის გამართვა უკვე მოასწრო. მისმა გუნდმა, სტუმრად „კარპატთან“ ფრედ – 1:1 ითამაშა.

ამასობაში, „ლვოვის“ აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი ეგიშე მელიქიანი, ცეცაძეს აკრიტიკებს. სომეხი სპეციალისტის გულისწყრომა ცეცაძის ნათქვამმა სიტყვებმა გამოიწვია, სადაც ქართველი მწვრთნელი ამბობს, რომ გუნდს ტაქტიკური განსწავლულობა აკლდა და ამ კუთხით სერიოზული სამუშაო მექნებაო.

“მის გამონათქვამზე რეაგირებას არ ვაპირებ, ქართველი კოლეგის დონემდე არ დავეცემი. ტაქტიკას დიდ ყურადღებას ვუთმობდი. რა შედეგი ექნება გია ცეცაძეს  ამას დრო გვიჩვენებს” – ამბობს მელიქიანი.

გია ცეცაძეს კი მართლაც დიდი მისია აკისრია. მან „ლვოვი“ ქვედა ლიგაში დაქვეითებისგან უნდა იხსნას.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ