აგვისტოში, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული. ალბათ ამ ამბავს განსაკუთრებულ ყურადღებას არ მივაქცევდით, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. პრეზიდენტის რბილ სავარძელში დასკუპების შემთხვევაში, ანტონიო ტორესი მეტად საინტერესო და დამაინტრიგებელი ნაბიჯის გადადგმას აპირებს – ის ეროვნული ნაკრების მრწვრთნელად დიეგო არმანდო მარადონას მოწვევას გეგმავს.

ფეხბურთის ქომაგი ალბათ დაგვეთანხმება, რომ მარადონას ესპანეთის ნაკრების თავკაცად ხილვა მართლაც მოულოდნელი რამ იქნება. იმ ფაქტსაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ლეგენდარული არგენტინელი, სამწვრთნელო უნარ-ჩვევებით დიდად ვერ დაიკვეხნის, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრების ჩაბარება დი რისკთან იქნება დაკავშირებული. ნაკრებში მუშაობის გამოცდილებას რაც შეეხება, დიეგო მარადონა მშობლიური ქვეყნის გუნდს კი თავკაცობდა, მაგრამ განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიაო ვერ ვიტყვით.

ესპანური მედიის მტკიცებით, საპრეზიდენტო კანდიდატი ტორესი 59 წლის არგენტინელს უკვე ესაუბრა, კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, მარადონა ესპანეთის ნაკრებს ორი წლით უთავკაცებსო. მარადონას, უმთავრეს ამოცანად ბუნებრივია 2022 წლის მუნდიალზე გასვლას დაუსახავენ.

დღესდღეობით, ესპანეთის ნაკრებს ლუის-ენრიკე წრთვნის, რომელმაც „ფურია როხა“ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. მარადონა კი არგენტინის კლუბ „ხიმნასია ესგრიმას“ ავარჯიშებს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ