ლონდონის „არსენალის“ სომეხი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს, იტყობინება „კორიერე დელო სპორტი“.

წყაროს ინფორმაციით, 31 წლის ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ ინგლისელებთან კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე გამართა. იტყობინებიან, რომ ნახევარმცველი, რომელიც იჯარის წესით „რომაში“ ასპარეზობს, რომაულ კლუბთან სრულყოფილი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს.

მხითარიანი იტალიაში 2019 წლის ზაფხულიდან გამოდის, სადაც მის ანგარიშზე 19 შეხვედრაში ექვსი გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემაა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ