უეფა-ს სამედიცინო კომიტეტის თავმჯდომარემ, ტიმ მეიერმა განაცხადა, რომ 2020 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი ერთა ლიგის მატჩები და ამხანაგური შეხვედრები ცარიელი ტრიბუნებთან უნდა ჩატარდეს, თუნდაც, შესაბამის ქვეყნებში დაშვებული იყოს სტადიონებზე გულშემატკივრების შეშვება.

„მატჩები ფიფა-ს წესებით იმართება. სერბეთსა და ბელარუსშიც კი, სადაც გულშემატკივრებს მატჩებზე დასწრების უფლება აქვთ, ვერ შეუშვებენ სტადიონებზე ხალხს უეფა-ს ეგიდით ჩატარებულ თამაშებში“, – განაცხადა მეიერმა გერმანულ სააგენტო DPA-სთან კომენტარში.

მისივე თქმით, უეფა საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დროში მიიღებს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების კალენდარი 2020-21 წლების ერთა ლიგის გათამაშებაში:

I ტური. 3 სექტემბერი. ესტონეთი-საქართველო

II ტური. 6 სექტემბერი. საქართველო-მაკედონია

III ტური. 10 ოქტომბერი. სომხეთი-საქართველო

IV ტური. 13 ოქტომბერი. მაკედონია-საქართველო

V ტური. 14 ნოემბერი. საქართველო-სომხეთი

VI ტური. 17 ნოემბერი. საქართველო-ესტონეთი

საქართველოს ნაკრებს 8 ოქტომბერს ელოდება ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალი ბელარუსის ნაკრებთან.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ