დიდი ფეხბურთელობა, ყოველთვის წარმატებულ მწვრთნელობას არ ნიშნავს. ამის პრეცენდენტები მრავლად გვახსენდება, მაგრამ რა თქმა უნდა, საპირისპირო შემთხვევებიც არაერთია. თუნდაც ზინედინ ზიდანის მაგალითი რად ღირს.

აი, როი კინი კი სამწვრთნელო საქმიანობაში ჯერჯერობით დიდად ვერაფრით დაიკვეხნის. ახლო წარსულში, ირლანდიის ნაკრების და მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი, კარიერის დასრულების შემდეგ, მწვრთნელის სავარძელში „სანდერლენდში“ და „იფსვიჩში“ ჩაჯდა, თუმცა უშედეგოდ.

გარკვეული პაუზის შემდეგ, როი კინი  სამწვრთელო საქმიანობის განახლებას აპირებს და ახლო მომავალში, შესაძლოა ის უკვე ნაკრების მწვრთნელის რანგში ვიხილოთ, ოღონდ არა მშობლიურ ქვეყანაში. პოპულარული ბრიტანული გამოცემა The Sun-ი ავრცელებს ინფორმაცია, რომ კინს თვალი აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციამ დაადგა და ფინანსური თვალსაზრისით მსუყე კონტრაქტიც შესთავაზაო. თავად ირლანდიელი სპეციალისტი კი გადაწყვეტილების მიღებას ჯერ არ ჩქარობს, თუმცა მას მოსაფიქრებლად მხოლოდ 48 საათი აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აზერბაიჯანელები სხვა კანდიდატის ძებნად დაიწყებენ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ