კორონავირუსის გამო, ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატი რომ ნაადრევად შეწყდა ძველი ამბავია. იმ დროისთვის გენტი მეორე ადგილზე იმყოფებოდა და იქაურმა ფეხბურთის ფედერაციამაც ვერცხლის მედლები არგუნა.

მომდევნო სეზონში კი გენტს, რომელიც ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც იასპარეზებს ამბიციური გეგმები აქვს. გუნდის ხელმძღვანელობა ქვეყნის ჩემპიონობას გეგმავს, ხოლო ამ მიზნის მისაღწევად გიორგი ჩაკვეტაძემ დიდი როლი უნდა ითამაშოს. ყოველშემთხვევაში, გუნდის მთავარ მწვრთელს იეს ტორუპს ქართველი ფეხბურთელის იმედი აქვს და ამბობს, რომ ის გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად უნდა იქცეს.

„ეს რეალური ამბიციაა. ჩემპიონობის მოპოვება ილუზიას ნამდვილად არ წარმოადგენს. ჩვენ გვყავს გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც გენტში მოსვლისად „ოქროს ბიჭუნად“ შეირაცხა და შეუძლია გუნდს დიდი სარგებელი მოუტანოს“ – ამბობს ბელგიური გუნდის მთავარი მწვრთნელი.

ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს ემახსოვრება, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს წინა სეზონის ნახევარი ტრავმის გამო გაუცდა. მას მუხლზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და რეაბილიტაციის შემდეგ, მოედანზე დიდწილად სათადარიგოთა სკამიდან შედიოდა.

ბელგიის ჩემპიონატის 2020/2021 წლების სეზონი სტარტს სექტემბერში აიღებს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ