• პარ. აპრ 16th, 2021

ესეკილ ლავეციმ კარიერა დაასრულა

ესეკილ ლავეციმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. არგენტინელმა ამის შესახებ ჯერ კიდევ ნოემბერში ისაუბრა.

„ეს დაუჯერებელი წლები იყო. სწავლის და უნიკალური მომენტების წლები და აგრეთვე, ბევრი მოგონება, რომელიც ჩემს გულში დარჩება.

ყოველთვის მადლიერი ვიქნები მათი, ვინც ჩემს მხარეს რჩებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში. ვეთხოვები ყველაზე დაუჯერებელ ფაზას ჩემს ცხოვრებაში. უკიდურესად ბედნიერი ვიყავი“” – დაწერა თავის „ტვიტერში“ ლავეციმ.

არგენტინელ ფეხბურთელს სხვადასხვა დროს უთამაშია ესტუდიანტესში, სან ლორენსოში, ჯენოაში, ნაპოლიში, პარი სენ-ჟერმენში. მისი ბოლო კლუბი იყო ჩინური ჰებეი ჩაინა ფორჩუნი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.