• სამ. აპრ 13th, 2021

მოულოდნელად ნიკა ნინუამ დინამო დატოვა

დინამო თბილისის კაპიტანი ნიკა ნინუა კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.

adjarasport.com-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს ჩემპიონთა კაპიტანი თურქულ გრანდ ბეშიქთაშში ითამაშებს. ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ნიკა ნინუა “დინამო თბილისის” აღზრდილია, რომელიც პირველ გუნდში 2016 წლიდან თამაშობს, გასული წლიდან კი კლუბის კაპიტანია.

გასულ სეზონში 21 წლის ნახევარმცველმა “დინამოს” მაისურით 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 9 გოლი და გააკეთა 8 საგოლე გადაცემა. ნინუამ დედაქალაქურ გუნდთან ერთად 2019 წელს საქართველოს ჩემპიონატი მოიგო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.