“ინტერის” ლეგენდარული ფებურთელი მარიო კორსო 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კორსო “ნერაძურის” ღირსებას 1957-73 წლებში იცავდა. იგი მილანური გრანდის რიგებში 4-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, 2-ჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი და 2-ჯერ საკონტინენტთაშორისო თასი.

იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 23 შეხვედრა და 4 გოლი გაიტანა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ