“გალათასარაის” 33 წლის ურუგვაელმა მეკარემ, ფერნანდო მუსლერამ “რიზესპორთან” გასვლით მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო.
ჩეხ თავდამსხმელ მილან შკოდასთან მე-15 წუთზე შეჯახების შემდეგ გოლკიპერმა ფეხზე წამოდგომა ვერ შეძლო და პირდაპირ მოედნიდან სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ტერფის ორმაგი მოტეხილობა აქვს და ფეხბურთს ძალიან დიდი ხნით ჩამოშორდა.