აპრილი 18, 2024

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და “მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანლუკა ძამბროტამ ჯენარო გატუზოსა და კახა კალაძეს შორის მომხდარი კურიოზული ფაქტი გაიხსენა ერთ-ერთი ვარჯიშიდან.

“ერთ-ერთი ვარჯიშის დაწყების წინ, დილით მინდორზე ლოკოკინა დავინახეთ. კალაძე გატუზოსთან მივიდა და უთხრა – ამას თუ შეჭამ, 5000 ევროს მოგცემ”.

“გატუზოს პასუხი ასეთი იყო: 5000 ევრო”?

“შემდეგ მან ლოკოკინა აიღო და შეჭამა. გატუზომ ეს თანხა ქველმოქმედებისთვის გამოიყენა”. – აცხადებს ძამბროტა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *