“მალიორკასა” და “ბარსელონას” შორის გამართული მატჩის, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა (“ბლაუგრანას” გამარჯვებით 0:4), 53-ე წუთზე მინდორზე გულშემატკივარი შეიჭრა.

ახალგაზრდა ქომაგს ლეო მესის არგენტინის ნაკრების მაისური ეცვა და როგორც გაირკვა, “ლა პულგასთან” სელფის გადაღება უნდოდა.

ცარიელი ტრიბუნების თანხლებით გამართული შეხვედრისგან ამას არავინ ელოდა, ამიტომ მცირე ხნით ფეხბურთელებიცა და პერსონალიც შოკში იყვნენ.

მიუხედავად ამისა, აბეზარი ფანი მოედნიდან მალეეა გაიყვანეს.

 

 

სტატია მომზადებულია mybarca.ge მიერ.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ