ლონდონის “ტოტენჰემის” ერთ-ერთმა ლიდერმა იონ მინ სონმა კარანტინის პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენა და სამხრეთ კორეის ჯარის სავალდებულო სამსახური გაიარა.

სონმა თავისი გამოცდილების შესახებ მედიასთან პირველად ისაუბრა.

“განსაკუთრებული გამოცდილება იყო. საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, ზუსტად რა ხდებოდა ჯარში. ასეთი რამ ჯერ არასდროს გადამხდენია თავს”.

“თავიდან არავის ვიცნობდი, შემდეგ 10 კაციან ოთახში მოვხვდი, არც ტელეფონი გვქონდა. იმ ოთახში რამდენიმე დღე ერთად უნდა გაგვეტარებინა, თავიდან ერთმანეთს არც ველაპარაკებოდით, მაგრამ შემდეგ ვხუმრობდით და ვიცინოდით”. – განაცხადა სონმა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ