ლატვიის ჩემპიონატში მორიგი ამხანაგური მატჩი გაიმართა.

შეხვედრა „რიგასა“ და „რფს რიგას“ შორის ჩატარდა და მათი დაპირისპირება ყურადღების ცენტრში მოექცა. მატჩის მიმდინარეობისას ლატვიელმა არბიტრმა, ანდრის ტრეიმანისმა „რფს რიგას“ შავკანიან ფეხბურთელს, სედრიკ კუადიოს წითელი ბარათი და შუა თითი უჩვენა.

მომხდარის ამსახველი ფოტო ინტერნეტსივრცეში გავრცელდა და ლატვიელი მსაჯის ჟესტს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.  ამ ყველაფერს კი, აშშ-ში განვითარებული მოვლენები დაემატა…

სოციალური ქსელების მომხმარებლების ნაწილმა დეტალების შესახებ არაფერი იცოდა და ტრეიმანისი მაინც რასისტად შერაცხა…

ლატვიელმა მსაჯმა ოფიციალური განცხადება გააკეთა და ვითარება განმარტა.

„მატჩის შემდეგ, ბევრმა ადამიანმა დამირეკა და მკითხა ასე რატომ მოვიქეცი. მინდა ყველაფერი აგიხსნათ. იმ მომენტში ფეხბურთელმა მოწინააღმდეგეს შუა თითი უჩვენა, რაც წესების მიხედვით, წითელი ბარათით ისჯება. როცა ფეხბურთელს წითელი ბარათი ვუჩვენე, მან ვერ გაიგო რატომ გავაძევე. სწორედ ამიტომ, იძულებული გავხდი მისთვის მისივე ჟესტი გამემეორებინა. მე უბრალოდ ვაჩვენე რა დააშავა”.

განაცხადა ანდრის ტრეიმანისმა.

ვიდეო მომზადებულია www.crystalsport.ge-ს მიერ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ