ტაშკენტის “პახთაქორის” მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე უზბეკეთში დაბრუნდა და სავალდებულო კარანტინში მოათავსეს.
არველაძის გუნდი უზბეკეთის ჩემპიონატის განახლებისთვის იწყებს მზადებას. ამჟამად ფეხბურთელებს არველაძის ასისტენტები ავარჯიშებენ.
უზბეკეთის პირველობა 14 ივნისს განახლდება. “პახთაქორი” გასვლაზე “სოგდიანას” დაუპირისპირდება.
ამჟამად არველაძის გუნდს 3 დან 3 მოგება აქვს და უზბეკეთის პირველობას ლიდერობს.