ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა რობინ ვან პერსიმ აღიარა, რომ მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა დაარტყა მას მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, კოსტა რიკასთან მატჩის დროს.

მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, დამატებით დროში კი ვან პერსის ფეხი დაეჭიმა. ვან გაალმა ფეხბურთელის შეცვლა განიზრახა, მაგრამ ფორვარდმა უარი თქვა მინდვრის დატოვებაზე, რადგან პენალტების სერიაში მონაწილეობა სურდა. მწვრთნელი გაცოფებული იყო.

„დამატებითი დრო დასრულდა, ყველანი მინდვრის კიდესთან შევიკრიბეთ. ის მომიახლოვდა და მოულოდნელად სახეში დამარტყა: „ასე, არასოდეს აღარ მომექცე“. სრულიად დაბნეული ვუყურებდი, ლუიმ კი დაამატა: „უბრალოდ, მიიღე ეს და იზრუნე იმაზე, რომ პენალტი გაიტანო“, – ვან პერსის სიტყვები ვან გაალის ბიოგრაფიაშია დაბეჭდილი.

ვან პერსიმ გამოიყენა პენალტი, ნიდერლანდებმა დაამარცხა კოსტა რიკა და საბოლოოდ, ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ინციდენტის შემდეგ, ფეხბურთელი და მწვრთნელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ თანამშრომლობდნენ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ