ბრიტანული გამოცემის, The Sun-ის ინფორმაციით, პრემიერ ლიგამ არაბეთის პრინცს, მუჰამედ ბინ სალმანისს “ნიუკასლ იუნაიტედის” შეძენასთან დაკავშირებით მწვანე შუქი აუნთო.
როგორც ცნობილია, კლუბის ამჟამინდელი მფლობელიც, მაიკ ეშლიც თანახმაა გუნდი 300 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაყიდოს სავარაუდოდ, ინფორმაცია გარიგების შესახებ 1 ივნისს გამოცხადდება
ნიუკასლის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, სტივ ბრიუსს კლუბში მუშაობის გაგრძელება სურს; თუმცა ახალ მილიარდერ მფლობელს დიდი გეგმები აქვს და გუნდში მაურისიო პოჩეტინოს მოყვანას აპირებს
როგორ ფიქრობთ, მივიღებთ ახალ გრანდს ნიუკასლის სახით პრემიერ ლიგაში?

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ