„მილანის“ ნახევარმცველი ჯაკომო ბონავენტურა, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „რომას“ რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, – იუწყება Corriere dello Sport.

გამოცემის ინფორმაციით, გამოცდილმა ნახევარმცველმა რომაულ კლუბთან კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა და ბონავენტურას ანაზღაურება სეზონში 2.5 მილიონი ევრო იქნება.

ბონავენტურა „მილანში“ 2014 წლიდან ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში 30 წლის ფეხბურთელმა 19 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ