„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მაქს ტეილორთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და ახალგაზრდა მცველი გუნდში კიდევ ერთი წელი დარჩება, – იუწყება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

ტეილორი „მანჩესტერ იუნაიტედის“ აკადემიაში 14 წლიდან ემზადებოდა და შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთელად ამ კლუბმა აქცია.

20 წლის პერსპექტიულმა მცველმა მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი მანჩესტერული კლუბის რიგებში გაატარა, იანვრიდან კი იჯარის წესით „სტოლბრიჯ სელტიკის“ ღირსებას იცავს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ