იტალიის პემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ გააგრძელა ქვეყანაში კორონავირუსის გამო სპორტულ ღონისძიებებზე აკრძალვა – ის ძალაში 14 ივნისამდე იქნება.

შესაბამისად, იტალიის ჩემპიონატი ფეხბურთში 12 ივნისს არ განახლდება, როგორც ეს წინასწარ იყო გამოცხადებული.

18 მაისიდან, იტალიურმა გუნდებმა ჯგუფური ვარჯიშები დაიწყეს.

რამდენიმე დღის წინ, „სერია ა“-ს ყველა კლუბმა გამოთქვა სეზონის დასრულების სურვილი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე გუნდში კვლავ დაფიქსირდა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ