„ვალენსია“ ინტერის ნახევარმცველის, მატიას ვესინოს გუნდში გადმოყვანას ცდილობს, – იუწყება Gols Media.

გამოცემის ინფორმაციით, ურუგვაელი ფეხბურთელის შეძენით „ღამურების“ მთავარი მწვრთნელი ალბერტ სელადესი პირადად არის დაინტერესებული და ზაფხულში ვესინო მისი სატრანსფერო პრიორიტეტი იქნება.

მიმდინარე სეზონში ურუგვაელმა ნახევარმცველმა „ინტერის“ შემადგენლობაში 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ვესინოს შეძენა „ჩელსისაც“ სურდა და ლონდონური კლუბი მზად იყო, 28 მილიონი ევრო გადაეხადა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ