რუსეთის საფეხბურთო კავშირმა მოამზადა სპეციალური დადგენილება პრემიერ ლიგის 2019/2020 წლების სეზონის განახლებისთვის. კორონავირუსის პანდემიის გამო, ამჟამად დოკუმენტი შესაბამის სამსახურებთან თანხმდება.

რუსეთის ეროვნული ნაკრების ექიმის ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ პრემიერ ლიგის არცერთი მოთამაშე კორონავირუსით არ დაინფიცირდა. ვითარება დამაიმედებელია და საფეხბურთო კავშირს სეზონის განახლების გადადება აღარ სურს.

„COVID-19-ით გამოწვეულ ვითარებაზე დოკუმენტი მომზადდა, რომელშიც გათვალისწინებულია ევროპული ლიგების საუკეთესო გამოცდილება, მათ შორის გერმანიისა და შვეიცარიის ჩემპიონატებიდან. ჩვენ გეგმას შესაბამის სამსახურებთან და ხელისუფლებასთან ვათანხმებთ“, – აცხადებს გენერალური მდივანი ალექსანდრე ალაევი.

რუსეთის საფეხბურთო კავშირის ეგიდით ჩატარებული საფეხბურთო შეჯიბრებები 31 მაისამდე შეჩერდა. RPL– ში კლუბებმა 30 ტურიდან 22 მატჩი ჩაატარეს. 2019/2020 წლების სეზონის განახლების საკითხი გადაწყდება რუსეთის საფეხბურთო კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 15 მაისსაა დაგეგმილი.

რუსეთის პრემიერლიგაში 9 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს: საქართველოს ნაკრების წევრები საბა კვირკველია, გია გრიგალავა, ხვიჩა კვარაცხელია, ზუკა დავითაშვილი და ჯიმი ტაბიძე, ასევე რუსეთის მოქალაქეები – გიორგი ჯიქია, გიორგი შელია, გურამ თეთრაშვილი და გიორგი მელქაძე.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ