• სამ. აპრ 13th, 2021

ლუკა იოვიჩი საკუთარ სახლში სიკვდილს გადაურჩა

რამდენიმე დღის წინ, მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა ლუკა იოვიჩმა მძიმე ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც გამოცხადდა, რომ ის ამ სეზონში თამაშს ვეღარ შეძლებდა.

თავდაპირველად, სერბულმა პრესამ დაწერა, რომ მარჯვენა ტერფის მოტეხილობა სახლში ინდივიდუალურმა ვარჯიშმა გამოიწვია. მაგრამ ფეხბურთელის ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ ჟურნალისტს მოუყვა, რომ იოვიჩმა ტრავმა სხვა გარემოებაში მიიღო:

„ის სიკვდილს გადაურჩა! კედლიდან გადმოვარდა. არ ვიცი ეს როგორ აგიხსნათ და მეც კარგად ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა“.

ვარაუდობენ, რომ სერბ ფორვარდს აღდგენისთვის მინიმუმ სამი თვე დასჭირდება.

წლევანდელ სეზონში იოვიჩმა „რეალის“ რიგებში 22 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.