ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ ადრიენ რაბიოს კლუბთან უთანხმოება აქვს, იუწყება იტალიური „გაძეტა დელო სპორტი“. ამჟამად „ბებერი სინიორას“ ფეხბურთელები ტურინში ბრუნდებიან თავ-თავიანთი ქვეყნებიდან, რათა სეზონის შესაძლო განახლების წინ ვარჯიშებს შეუდგნენ, რაბიომ კი კლუბს შეატყობინა, რომ არ აპირებს იტალიაში დაბრუნებას და სურს საფრანგეთში კიდევ რამდენიმე ხნით დარჩენა. ამით, როგორც ირკვევა, ფეხბურთელმა „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობის უკმაყოფილება გამოიწვია.

რამდენიმე ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტურინელები მზად არიან, რაბიოს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დაემშვიდობონ.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელი „იუვენტუსში“ მიმდინარე სეზონის დასაწყისში, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მანამდე ის „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი იყო.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ