1981 წლის 13 მაისიდან 39 წელი გავიდა! ქართველი გულშემატკივრებისთვის ეს განსაკუთრებული თარიღია! ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება და ყველაზე დიდი ბედნიერებაა. 1981 წლის 13 მაისს თბილისის დინამომ თასების თასი მოიგო! დინამომ ფინალში კარლ-ცაისი 2-1 დაამარცხა და საქართველოს სპორტის ისტორიაში შევიდა! გოლები ვლადიმერ გუცაევმა და ვიტალი დარასელიამ გაიტანეს!

დიუსელდორფი, რაინშტადიონი

გოლები: 0:1 ჰოპე 63’ 1:1 გუცაევი 67’ 2:1 დარასელია 87’

მსაჯები: რიკარდო ლატანცი, ლუიჯი ანოლინი, პაოლო ბერგამო

თბილისის დინამოს შემადგენლობა: ოთარ გაბელია,კოსტავა,ხიზანიშვილი,ჩივაძე (კაპიტანი),დარასელია,თავაძე,სვანაძე, სულაქველიძე,ყიფიანი,შენგელია, და ვოვა გუცაევი!  მწვრთნელი-ლეგენდარული ნოდარ ახალკაცი!

მატჩის მიმოხილვის ნახვა შეგიძლიათ!⬇️⬇️

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ