ესპანეთის ჩემპიონი „ბარსელონა“ „ინტერის“ ფორვარდის ლაუტარო მარტინესის გადასაბირებლად მუშაობას აგრძელებს.

როგორც გაზეთი „კორიერე დელო სპორტი“ წერს, დღეისთვის კატალონიური კლუბი სამმხრივ გარიგებას ამზადებს, რომლის მესამე მონაწილე „მანჩესტერ სიტი“ იქნება. ბარსელონელთა ჩანაფიქრით, მათი მცველი ნელსონ სემედუ გაემგზავრება „სიტის“ რიგებში, რომელიც, თავის მხრივ, „ინტერს“ ასევე მცველ ჟოაო კანსელოს დაუთმობს. ასე რომ, მილანელები ფასიან აქტივს მიიღებენ და დააგდებენ მარტინესის ფასს, რომელიც, საბოლოოდ, „ბარსელონაში“ გადავა.

ამგვარი გაცვლის შანსი საკმაოდ დიდია იმის გამო, რომ სემედუს „სიტიში“ ხილვა მანჩესტერელთა დამრიგებელს ხოსეპ გვარდიოლას სურს. კანსელო კი ადრე „ინტერში“ თამაშობდა და კლუბს კარგად იცნობს .

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ