“ბარსელონას” საკუთრებაში მყოფ ნახევარმცველს, მათეუშ ფერნანდეშს, რომელიც ამჟამად “ვალიადოლიდშია” განათხოვრებული, კორონავირუსი დაუდგინდა.

El Desmarque იტყობინება, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის პირველი ტესტის პასუხი უარყოფითი გახლდათ, თუმცა მის სისხლში შემდგომ ანტისხეულები აღმოჩნდა.

ამჟამად ფერნანდეში თვითიზოლაციაში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ მათეუში “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე, “პალმეირასიდან” 7 მილიონ ევროდ შეიძინეს და უმალვე “ვალიადოლიდში” გაანათხოვრეს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ