• შაბ. აპრ 17th, 2021

კოუტინიომ ოპერაცია გაიკეთა! ფელიპე ბაიერნში დასრულდა?

ორი დღის წინ ფელიპე კოუტინიოს ტრამვა დაუდგინდა და ოპერაცია გაუკეთეს! ბრაზილიელმა დაიწყო რეაბილიტაციის კურსი, რომელიც დაახლოებით თვეზე მეტი გაგრძელდება! ასე რომ ფელიპე როგორც მინიმუმ ივნისის ბოლომდე ვერ დაბრუნდება, რაც იმას ნიშნავს რომ კოუტინიომ შესაძლოა ბაიერნის ფორმით აღარ ითამაშოს. თუმცა ვნახოთ რა მოხდება ჩემპიონთა ლიგაზე! კოუტინიო ბარსას საკუთრებაა და 1 წლიანი იჯარით ბაიერნში თამაშობს. ბოლო ინფორმაციით მიუნხენელები ბრაზილიელს არ გამოისყიდიან. ბარსას მწვრთნელს კიკე სეტიენს კი ფელიპეს დაბრუნება და მისი ნახევარდაცვაში თამაში სურს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.