„ბარსელონას“ ყოფილმა ნახევარმცველმა ხავიერ მასკერანომ გამოთქვა სურვილი – ისევ იხილოს საქმეში ტრიო ნეიმარის, ლიონელ მესისა და ლუის სუარესის შემადგენლობით.

„ცოტა ხნის წინ, ვუყურე ჩემპიონთა ლიგის 2014-15 წლების ფინალს „იუვენტუსის“ წინააღმდეგ. დავაკვირდი რას აკეთებდნენ ნეიმარი, ლუის სუარესი და ლიონელ მესი. ეს შთამბეჭდავი იყო. თითოეულს საკუთარი პოზიცია ჰქონდა გუნდში, საკუთარი ამოცანები პრესინგისა და ბურთის კონტროლის მხრივ. მათ მომაკვდინებელი სიმძლავრე დაუმატეს ჩვენს გუნდს. იმედია, ნეიმარი დაბრუნდება „ბარსელონაში“ და ისინი კვლავ ერთად ითამაშებენ. ეს კარგი იქნება კლუბისთვის და გულშემატკივრებისთვის“, – განაცხადა მასკერანომ გაზეთ „ასისთვის“ (AS) მიცემულ ინტერვიუში.

არგენტინელი ნახევარმცველი „ბარსელონაში“ 2010-18 წლებში თამაშობდა და კლუბთან ერთად 19 ტიტული მოიგო.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ