ესპანეთში დაფიქსირდა ფეხბურთელებს შორის კორონავირუსით დაინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა.

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ლაპარაკია პრიმერა დივიზიონის სამ და სეგუნდა დივიზიონის ორ ფეხბურთელზე. ისინი სხვადასხვა გუნდს წარმოადგენენ.

ესპანეთში გუნდები გამოვიდნენ თვითიზოლაციიდან და ფეხბურთელებს კორონავირუსზე ტესტები უტარდებათ. სწორედ ამგვარი შემოწმებისას დაფიქსირდა ახალი შემთხვევები. სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ უახლოეს დროში, ესპანეთში ვირუსით 25-დან 30-მდე ფეხბურთელი დაავადდება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ