ბელარუსის ჩემპიონატში მესამე ტურის მატჩები გაიმართა და ქართველების გუნდმა, „შახტიორმა“ სოლიგორსკში გროდნოს „ნემანს“ უმასპინძლა, სადაც გიორგი ქანთარია თამაშობს.

შეხვედრამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და 0:0 დასრულდა. გეგა დიასამიძე „შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 85-ე წუთზე შეცვალეს. ლაშა შინდაგორიძე კი მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა. ქანთარიამ „ნემანის“ სასტარტოში გამოჩნდა შეუცვლელად ითამაშა და 64-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

სამი ტურის შემდეგ, „შახტიორმა“ და „ნემანმა“ თანაბარი ქულები, 4-4 დააგროვეს და ბელარუსის ჩემპიონატში მე-6-მე-7 ადგილებს ინაწილებენ.

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ბელარუსში ჩემპიონატი არ გადადეს და გულშემატკივრებს მატჩებზე დასწრების უფლებას აძლევენ. თუმცა, ბოლო დღეებში ბევრი მოთამაშე და გამოცემა ითხოვს, რომ ჩემპიონატი შეჩერდეს. ამ მატჩსაც ძალიან მცირე რაოდენობით ადამიანი დაესწრო

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ