ესპანეთის მთავრობამ ლა ლიგას ჩემპიონატის განახლების უფლება მისცა. კლუბებმა უკვე დაიწყეს ინდივიდუალური ვარჯიშები. 10 დღის შემდეგ კი უკვე გუნდური ვარჯიშებიც დაიწყება! ლეგანესის მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ აგირემ დაადასტურა, რომ ჩემპიონატი 20 ივნისს განახლდება და 26 ივლისს დასრულდება. სავარაუდოდ კვირაში ორი ტური ჩატარდება. ეს იმას ნიშნავს რომ ჩემპიონთა ლიგის დაწყებას 26 ივლისის შემდეგ უნდა ველოდოთ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ