„იუვენტუსის“ ფორვარდმა პაულო დიბალამ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მეოთხედ ჩააბარა დადებითი ტესტი კორონავირუსზე. როგორც იტალიურ პრესაში წერენ, პაულო დიბალას, შესაძლოა, უფრო ინტენსიური მკურნალობა დასჭირდეს.

შეგახსნებთ, რომ დიბალას თანაგუნდელი დანიელე რუგანი გახდა პირველი ფეხბურთელი სერია A-ში, ვინც კორონავირუსით დაავადდა. ამის შემდეგ, 26 წლის არგენტინელმა დაწერა, რომ მასაც შეეყარა COVID-19. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ის განიკურნა, მაგრამ აპრილის დასაწყისში დიბალას შეყვარებულმა დაწერა მორიგი დადებითი ტესტის შესახებ.

იტალიაში სპორტულ ბაზებზე ინდივიდუალური ვარჯიშები 4 მაისიდან უნდა აღდგეს, ორი კვირის შემდეგ კი უნდა დაიწყოს ჯგუფური მეცადინეობები. არ არის გამორიცხული, რომ სეზონი სერია A-ში ვადაზე ადრე დასრულდეს, თუ ის 14 ივნისამდე არ განახლდება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ