ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ დაასახელა ეროვნული ჩემპიონატის ახალი სეზონის სტარტის სავარაუდო თარიღი. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, ერედივიზიონის 2020-21 წლების გათამაშება მხოლოდ სექტემბერში დაიწყება – ჩვეულებრივზე დაახლოებით ერთი თვის დაგვიანებით.

პრესკონფერენციაზე რუტემ აღნიშნა, რომ 2020 წლის ბოლომდე მატჩები აუცილებლად ცარიელ სტადიონებზე ჩატარდება. მანვე არ გამორიცხა, რომ ამგვარი რეჟიმი მთელი სეზონის განმავლობაში გაგრძელდეს, – წერს ჰოლანდიური პრესა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი სეზონი ნიდერლანდებში ვადაზე ადრე დასრულდა გამარჯვებულის გამოვლენის გარეშე.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ