ნიგერიაში მატჩის დროს ფეხბურთელი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Goal ავრცელებს.

ტრაგიკული შემთხვევა „ნასარავა იუნაიტედის“ და „კატსინა იუნაიტედის“ მატჩის დროს მოხდა. „ნასარავას“ ფეხბურთელი ჩიემე მარტინსი მეტოქის ერთ-ერთ ფეხბურთელს შეეჯახა და გონი დაკარგა.

ადგილზე მყოფი სასწრაფო დახმარების ავტომობილი მწყობრიდან გამოვიდა, ამიტომ ფეხბურთელი საავადმყოფოში ჟურნალისტების ავტომობილით წაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თანაგუნდელებმა ჩიემე მარტინსის გარდაცვალების შესახებ მატჩის შემდეგ გაიგეს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ