ერლინგ ჰალანდი: “სანამ იბრაჰიმოვიჩი კარიერას არ დაასულებს, მანამდე საუკეთესო ვერავინ იქნება. ერთხელ, ზალსბურგში თამაშის პერიოდში, ზლატანს ინსტაგრამზე მივწერე და პასუხს თვეზე მეტი ველოდებოდი. მე მას უბრალოდ “Hello, legend” მივწერე. 1 თვის შემდეგ მან მე უბრალოდ სამი წერტილი მომწერა, ეს კი ჩემთვის საკმარისი იყო. მესამე დღეს ბაზაზე მივედი და ჩემს მეგობარს და თანაგუნდელს, ფრედრიკს ვუთხარი, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ინსტაგრამზე მომწერა. მან არ დამიჯერა და მითხრა, რომ მინაწერი მეჩვენებინა. როდესაც ჩათი გავხსენი, იქ არაფერი იყო, მან კი დამცინა და მითხრა, ოცნების უფლება ყველას აქვსო. დორტმუნდში გადასვლის შემდეგ, ზლატანმა თავისით მომწერა და მითხრა, რომ ყველა მონაწერს შლის. მისი დამსახურებაა, რომ ჩემს პირველ მატჩში 3 გოლი გავიტანე – ჯერაც ვერ ვიჯერებ, რომ თავად მან მომწერა. რამდენჯერმე ვთხოვე, თუმცა არ გამომიწერა.”

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ