რუსული ”სკა-ხაბაროვსკის” 30 წლის ფეხბურთელი ირაკლი კვეკვესკირმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას კარიერის საწყის ეტაპზე “პეჩში” გატარებული პერიოდი გაიხსენა.

“უნგრეთში ბევრი თავგადასავალი გადამხდა, რაც მათი უცნაური იუმორით იყო განპირობებული, ერთხელ ახალი ბუცი ვიყიდე, თუმცა როცა გასახდელში შევედი მასზე იყო წარწერა: Fuck Russia. ცრემლები ვერ შევიკავე, ახალგაზრდა ვიყავი და ბევრი ფული არ მქონდა. მე მათი იუმორი არ მესმოდა”.

“დახმარება გუნდის კაპიტანს ვთხოვე, რომელიც ერთადერთი ნორმალური უნგრელი იყო. მან მითხრა რომ სანერვიულო არაფერი იყო, ყველაფერი მოგვარდებოდა. კაპიტანმა მთელი გუნდი შეკრიბა, მკაცრი საუბარი გამოვიდა და გუნდის ფეხბურთელებს ფულის შეგროვება მოსთხოვა, რომ ჩემთვის ახალი ბუცი ეყიდათ”.

“არკვეული დროის შემდეგ გავიგე, რომ ეს ერთ-ერთმა თანაგუნდელმა გააკეთა, რომელიც ნაცისტი იყო. მას ჩემთვის მიუღებელი იუმორი ჰქონდა. ერთხელ მითხრა: ”აიღე ჩემი სახლის გასაღები, მეუღლე ნერვებს მიშლის და მასთან ისე მოიქეცი, როგორც გსურს”.

“მე საბჭოთა კავშირში დავიბადე, ქართულ ოჯახში გავიზარდე და ასეთი ხუმრობები ჩემთვის მიუღებელი იყო, თუმცა უნგრელებისთვის სავსებით მისაღები”,- იხსენებს კვეკვესკირი.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ