საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ბელგიური “ვაასლანდის” მცველით, საბა ჭინჭარაულით მადრიდის “რეალის” მარცხენა მცველი, მარსელო დაინტერესდა.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ბელგიურ წყაროებზე დაყრდნობით საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს. 2019 წელს ქართველმა ტალანტმა კონტრაქტი გააფორმა სააგენტო LifePro-სთან, რომელსაც სათავეში სწორედ მარსელოს ოჯახის წევრები უდგანან.

პირველ არხთან საუბრის დროს 18 წლის ფეხბურთელმა საინტერესო დეტალები გაამხილა.

“გასული ზაფხულში ბელგიაში ჩვენი გუნდის მატჩების სანახავად მარსელოს ბავშვობის მეგობარი და ყოფილი თანაგუნდელი ლეანდრო და სილვა ჩამოვიდა. მაშინ ის ჩვენ ბრაზილიელ თანაგუნდელზე დასაკვირვებლად იყო მოსული, მაგრამ როგორც გავიგე, მე მოვეწონე და მარსელოს და მის აგენტს ინფორმაცია მიაწოდა.”

“ამის შემდეგ მარსელოს მენეჯერი დამიკავშირდა, ჩამოვიდა და კონტრაქტი გამიფორმა. ამიტომ ამბობს მიმართვაში, კეთილი იყოს ოჯახში შენი მობრძანებაო.” – განაცხადა საბამ.

ახალგაზრდა ფეხბურთელის განცხადებით, ამის შემდგომ მარსელო არაერთხელ დაუკავშირდა მას. სააგენტო LifePro-ს დახმარებით კი საბას დამატებით უკვე 3 ესპანური კლუბი დაინტერესდა.

1 კომენტარი

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ