• ოთხ. მაი 12th, 2021

ლიონელ მესი პირად შეხვედრებში კრიშტიანო რონალდოს ძირითადი სტატისტიკური მონაცემებით უსწრებს

სტატისტიკურმა სააგენტო „ოპტამ“ (Opta) ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს სტატისტიკური მონაცემები მათ ურთიერთშეხვედრებში შეადარა .

„ბარსელონას“ კაპიტანი და „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად „იუვენტუსში“ თამაშობს, ერთმანეთს სულ 35-ჯერ დაუპირისპირდნენ.

მესიმ ამ მატჩებში 22 გოლი გაიტანა, 11 შედეგიანი პასი შეასრულა და 16-ჯერ გაიმარჯვა. რონალდოს აქტივშია – 19 გოლი, ერთი შედეგიანი პასი და 10 მოგება.

არგენტინელს რონალდოს წინააღმდეგ მატჩებში გოლი ყოველ 138 წუთსა და 41 წამში გაჰქონდა, რონალდოს კი თითო გოლისთვის 153 წუთი და 19 წამი სჭირდებოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.