ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა (უეფა), შესაძლოა, დროებით ეროვნული ჩემპიონატები „გაზაფხული-შემოდგომის“ სისტემაზე გადაიყვანოს.

მსგავსი ინიციატივა უკავშირდება უეფას მხრიდან 2019-20 წლების სეზონის დასრულების სურვილს. ამ სისტემის შემოღების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მიმდინარე სეზონის ნოემბერ-დეკემბერში დამთავრება, ხოლო ახალ სეზონს 2021 წლის მარტში დაიწყებენ.

უფრო ადრე, ფიფას ვიცე-პრეზიდენტმა ვიქტორ მონტალიანიმ განაცხადა, რომ ორგანიზაცია არ გამორიცხავს ახალი სეზონის ჩატარებას კალენდარული წლის განმავლობაში. მისი სიტყვებით, ეს უკავშირდება იმას, რომ 2022 წელს, ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატი ზამთარში – 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაიმართოს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ